LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda–მ ახალი Civic–ის დეტალები გამოაჩინა

60
hondacivic2011

კომპანია Honda ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე–11 თაობის Civic–ის მიმართ ინტერესი გააღვივოს. ამჯერად ბრენდმა უჩვეულო ვიდეოთიზერი გაავრცელა, რომელშიც ყველაზე გაყიდვადი მოდელის ექსტერიერის ბევრი დეტალი ჩანს.

15 წამიან ვიდეოში Civic–ის ძარის ფრაგმენტები დამტვრეული სარკის ანარეკლში ჩანს. ამ მცირე ხანში ფარების, რადიატორის ბადის ცენტრალური ნაწილის, ჩაბნელებული ემბლემის, საბარგულის სახურავის და საბურავის შავი დისკების შეთვალიერებაა შესაძლებელი.

თიზერში სედანია წარმოდგენილი, თუმცა ცნობილია რომ Civic ჰეტჩბეკის და ასევე ჰიბრიდის სახითაც გამოვა. ამასთან, კომპანია გეგმავს, რომ მე–11 თაობაში კუპეზე საერთოდ უარი თქვას, რადგან მასზე მოთხოვნა თითქმის არ არის.

მიუხედავად გამოქვეყნებული თიზერისა, სერიული Civic–ის საბოლოო სახე მაინც უცნობია, რადგან ვიდეოში გარკვევითაა ნათქვამი რომ წარმოდგენილი პროტოტიპი საბოლოო სახეს მოგვიანებით მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები