LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ავტომობილებს გზის მდგომარეობის კონტროლი და ხელისუფლებასთან „წუწუნი“ ასწავლა

40
hondanews

Honda-ს კვლევითმა ინსტიტუტმა ოჰაიოს შტატის ტრანსპორტის სამინისტროსთან ერთად დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იაპონური ბრენდის ავტომობილები ხელისუფლებას გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ამისათვის Honda-მ შექმნა სპეციალური სისტემა, რომელიც კამერების დახმარებით გზის საფარს აკონტროლებს.

თუკი გზა კარგ მდგომარეობაში სისტემა მას მწვანე ფერით აფასებს, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ყვითელი ფერით აღინიშნება, ხოლო სარემონტო სამუშაოების აუცილებლობა კი – წითლით.

როგორც ოჰაიოს სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, გზებს ისინი მუდმივად ამოწმებენ, ახალი სისტემის დამსახურებით კი სამუშაოები ბევრად უფრო მარტივი იქნება, შემოწმების დრო შემცირდება, შედეგი უფრო სწრაფი იქნება და საბოლოო ჯამში გზებზე უსაფრთხოება მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები