LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ჰეჩბექ Civic-ის ახალი თაობა წარმოადგინა

44

კომპანია Honda-მ ჰეჩბექ Civic-ის ახალი თაობის ოფიციალური ფოტოები წარმოადგინა. ამ ეტაპზე ცნობილი არაა თუ რომელი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი ახალი თაობის მოდელები, თუმცა ოფიციალურ გაყიდვებამდე სულ რაღაც 2-3 თვეა დარჩენილი. კომპანიის განცხადებით, Civic-ის ახალი თაობის წარმომადგენლები, ევროპული ვარიანტების სახით, პარიზის ავტოსალონში ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება.

ახალი მოდელი 2015 წლის გაზაფხულზე წარმოდგენილი პროტოტიპის სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც ჟენევის მოტორშოუზე გამოჩნდა. ავტომობილი პროტოტიპისგან გაცილებით უფრო მკაცრი ფორმებითა და მინიმალისტური გაფორმებით განსხვავდება.

honda 3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები