LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ პედლებიანი კვადროციკლი შექმნა

104
Honda-მ პედლებიანი კვადროციკლი შექმნა

კომპანია Honda-მ წარადგინა ახალი პედლებიანი კვადროციკლი, რომელიც საკურიერო მომსახურებისთვისაა განკუთვნილი. მისი წარმოება დაიწყება იმავე ქარხანაში, სადაც ადრე  სპორტულ მოდელ NSX-ს აწარმოებდნენ. პირველი კვადროციკლები ქუჩებში  2026 წლის ზაფხულში გამოჩნდებიან – ჯერ აშშ-ში და შემდეგ ევროპაში.

ახალი ტრანსპორტი სრული დამუხტვით 37 კილომეტრამდე მანძილს გაივლის.

Honda ცდილობს დატვირთვისა და მიწოდების პრობლემა გადაჭრას და მომხმარებლისთვის გამოძახების სერვისი კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.

ინოვაციური ინიციატივა გულისხმობს, რომ კურიერები გადავლენ eQuad-ზე და ველობილიკებით შეძლებენ სარგებლობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ ქალაქებში იმუშავებს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და კარგადაცაა განვითარებულია.

მოდელის ტექნიკური მახასიათებლებია:

Pedal-by-wire ტექნოლოგია – მექანიკური კავშირის ნაცვლად, პედალი ნიშანს ელექტროძრავზე სენსორების მეშვეობით გაგზავნის.

აკუმულატორი: სწრაფად შეცვლადი Honda Mobile Power Pack

ტვირთამწეობა: 295 კილოგრამამდე

საშუალო სვლის მარაგი (უსაქონლოდაც კი): მაქსიმუმ 37 კმ

მაქსიმალური სიჩქარე: 20 კმ/სთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები