LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda NSX-ის ევოლუცია 5 წუთიან ვიდეოში აჩვენეს

127

კომპანია Cars Evolution–ის YouTube არხზე გამოჩნდა საინტერესო ვიდეო, რომელშიც Honda–ს მრავალწლიანი ისტორია და სპორტქარების ყველა ვერსია დეტალურადაა ნაჩვენები.

Honda NSX–ის პირველი საჯარო დებიუტი 1989 წელს ჩიკაგოს ავტოსალონზე შედგა. სპორტქარი 3,0 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული ძრავით იყო აღჭურვილი და 274 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. აგრეგატს იმ დროისთვის საკმაოდ ინოვაციური გაზის გამანაწილებელი და საბურავთა სისტემაც ქონდა. მოდელის აწყობის ფინალურ სტადიაზე ბრაზილიელი მრბოლელი აირტონ სენა მიიწვიეს და მართვის განსაკუთრებული მოქნილობაც სწორედ მისი დამსახურებაა. სპორტქარის მეორე თაობა კი 2015 წელს გამოჩნდა და მან 573 ძალის ჰიბრიდული აგრეგატი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ვიდეო რგოლები წარსულში Honda Civic–ზე, Jeep–სა და Range Rover Nissan Skyline–ზეცაა შექმნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები