LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-ს რბოლიდის ძრავებს McLaren-ი დამზადებს

40

როგორც ჩანს, იაპონური Honda ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ Formula 1-ის რბოლიდები საკუთარი წარმოების ძრავებით უზრუნველჰყოს. ამიტომაც, შემდეგი წლიდან Honda-ს რბოლიდებს ექსკლუზიურად McLaren დაამზადებს. ინფორმაციას ამ ალიანსის შესახებ FIA-ს წარმომადგენლები ავრცელებენ.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ კომპანიები, რომლებიც ძრავების დამზადებით არიან დაკავებულნი ვალდებულები არიან FIA-ს წერილობით შეატყობინონ ახალი კონტრაქტებისა და ალიანსების შესახებ, რათა შემდგომში, თუ რომელიმე გუნდს ძრავის დამმზადებელი არ ეყოლება, Formula 1-ის მესვეურებმა, შეძლონ შესაბამისი დახმარება გაუწიონ ძრავის გარეშე დარჩენილ გუნდებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონელები რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა არც ერთი მოლაპარაკება ოფიციალური არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება კვლავაც ერთჯერადი კონტრაქტის დახმარებით სცადეს და ვარაუდობენ, რომ შემდეგი სეზონიდან პოტენციური პარტნიორების რიცხვი უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე კი Honda-ს რბოლიდებს FIA-ს დახმარებით McLaren მოემსახურება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ალიანსის შექმნით არიან დაინტერესებულნი ფრანგულ Renault-შიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Renault Red Bull Racing Team-თან აპირებს თანამშრომლობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები