საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი, ხოლო 6000-ზე მეტი პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას.
მისივე განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 ათასი აქტიური შემთხვევა არის დაფიქსირებული.
დაინფიცირდა 2455, გარდაიცვალა კიდევ 58 პირი – განახლებული კოვიდსტატისტიკა
„საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.