თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ბინაზე და კოვიდსასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ეს რიცხვი მიზერულია და იმის მანიშნებელია, რომ ნაკადების მართვა ეფექტიანად ხდება.
“ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ საჭიროზე მეტი გადაგვყავს ჰოსპიტალში, ყველა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას”
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დროულად გადაყვანა, ცერცვაძე კონტრ-კითხვით პასუხობს, თუ როგორ მოხერხდა იმდენი ხალხის გადაყვანა, რომ მხოლოდ 48 გარდაიცვალა ბინაზე, როცა, მაგალითად, ინგლისში 10 000 ასეთი გარდაცვლილი იყო
“საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჯანდაცვის კლინიკური სექტორის კარგი მუშაობის” – განაცხადა ცერცვაძემ