კომპანია HP-მ ფოტოპრინტერი Sprocket წარმოადგინა. სიახლეს Android და iOS მხარდაჭერა და საკმაოდ კომპაქტური დიზაინი აქვს: ის ჯიბეშიც კი თავსდება, ხოლო Zink Zero Ink Printing-ის ტექნოლოგიით დაბეჭდილი ფოტოები წყალგამძლეა.
Bluetooth-ის საშუალებით პრინტერი სმარტფონს უკავშირდება და შესაძლებელია ფოტოების პირდსაპირ სოციალური ქსელიდან ბეჭდვაც. დაბეჭდვამდე კი მისი დარედაქტირების საშუალებაც მოგეცემათ.
HP Sprocket 170 გრამს იწონის და microUSB-ის საშუალებით იტენება. ფოტოპრინტერი ხელმისაწვდომი შავ, თეთრ და წითელ ფერებშია და 140 დოლარი ღირს.
