კომპანიამ HTC ახალი სმარტფონი One A9 წარმოადგინა. რომელიც Apple-ის ახალ სმარტფონს მოგაგონებთ. 5 დუიმიანი Full HD ეკრანი, პროცესორი Qualcomm Snapdragon 617, მეხსიერება 3 და 32 გიგაბაიტი. კამერეა 13 მეგაპიქსელი ოპტიკური სტაბილიზაციით. One A9-ს აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლოგია Quick Charge 3.0 და თითის ანაბეჭდის სკანერი. ტელეფონი მუშაობს ოპერაციული სისტემით Android 6.0 Marshmallow. ამ საკმაოდ ძლიერი სმარტფონის რელიზი ნოემბერში შედგება, ხოლო მისი ფასი 400 დოლარიდან დაიწყება.

