LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HTC-იმ ახალი ბიუჯეტური სმარტფონი დააანონსა

60

კომპანია HTC-იმ ახალი ბიუჯეტური სმარტფონები დააანონსა. გაჯეტი კომპანიის სტილური მოდელია. მისი დიზაინი Desire სერიის სხვა მოდელებს წააგავს. მოწყობილობის სახელია – Desire 650. სმარტფონი 5 ინჩიანი დისფლეითაა წარმოდგენილი და Snapdragon 410-ის ჩიპსეტზე მუშაობს. მისი ოპერატიული მეხსიერება 2 GB-ს შეადგენს. შიდა მეხსიერება კი 16 GB-ით განისაზღვრა. რაც შეეხება კამერების გაფართოებას: 13 და 5 მეგაპიქსელიანი სენსორი საკმაოდ ხარისხიანი ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს.

სმარტფონი აღჭურვილია 4G ტექნოლოგიით, Bluetooth-ის  4.1 ვერსიითა და მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიით NFC-ით.

გაჯეტი საკმაოდ ლამაზი დიზაინითაა წარმოდგენილი და მატერიალი ნახევრად პრემიუმ ხარისხისაა. მოწყობილობის ფასი მოცემულობასთან ძალიან დაბალი – 170$-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები