არსებობს გაჯეტები, რომლებიც განსაკუთრებული ხმაურის გარეშე გამოდის. ასეთი აღმოჩნდა HTC-ს ახალი სმარტფონი One S9.
ვიზუალურად სიახლე One M9-ს ჰგავს, თუმცა არსებობს მკვეთრი განსხვავებები. მოწყობილობას 5 დიუიმიანი Super LCD ეკრანი აქვს და ის ანდროიდის სისტემაზე მუშაობს.
სმარტფონს 4 და 13 მეგაპიქსელიანი წინა და ძირითადი კამერები აქვს. მისი კორპუსი საკმაოდ თხელია – 10,1 მილიმეტრიანი. ღირებულება კი 499 ევროს შეადგენს.