უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ის კიევში იმყოფება.
„აი საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. ორშაბათი, საღამო. დღეს მე-12 ღამეა ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან არის“, – თქვა პრეზიდენტმა.
