LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „დიტო სამხარაძის, აი, ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა“

214
ლევან ხაბეიშვილი

„ახალგაზრდებს, ვისაც სახის, ცხვირის ძვლებს უტეხავთ, შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს გამთელდება“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბვეიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭისყრით დაამტკიცონ.

სხდომაზე, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ახალგაზრდაებთან მივარდნა და თავ-პირის ლეწვა დიტო სამხარაძის დაორგანიზებულია“.

„ხალხზე ზრუნვის სახელით, მათ აჩეჩებთ კანონს, რომლის მიღების დროსაც თავ-პირს ალეწავთ და ეუბნებით: „თქვენ გამო გიკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გირტყამთ თავში, ამიტომ გილეწავთ ცხვირს, ამიტომ გაძრობთ თავის ქალას“.

გუშინ ქართველი გამოიყვანეთ ქართველის წინააღმდეგ და სასტიკად გაუსწორდით ადამიანებს, სასტიკად სცემდნენ ახალგაზრდებს. დღეს ხელისუფლებაში არის „ხარება“, დღეს ხელისუფლებაში არიან რობოკოპები, რომლებიც თქვენ გიცავენ, რომელთა გარეშეც პარლამენტში ვერც შემოიპარებით, ვერც გაიპარებით.

თქვენ რომ პარლამენტში მოხვიდეთ, ადამიანებს უტეხავენ თავებს, ულეწავენ ცხვირს, მათ ჰყავთ დედები, რომლებიც ამას ტელევიზიით უყურებენ, მაგრამ თქვენ რომ დედები არ გაინტერესებთ, ეს გამოჩნდა, როცა ხალხს სახლებში უვარდებით.. ვის თავში მოიხარშა, ის დიტო სამხარაძე, აი ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, უკაცრავად, და ფაქტობრივად ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთამ მივარდნა, თავ-პირის ლეწვა.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვიდეო: სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის – „გამჭვირვალობის“კანონპროექტის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს