LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული – ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ – ბექა გოჩიაშვილი მეუღლეზე

1063
ბექა გოჩიაშვილი

ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი იყო.

ბექა გოჩიაშვილმა ისაუბრა მუსიკაზე, მამის როლზე მის კარიერაში, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებსა და მეუღლეზე.

კითხვაზე, ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, ბექა გოჩიაშვილმა აღნიშნა:

„რამდენიმე რაღაც და ვიღაც არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რის და ვის გარეშეც არ შემიძლია – არ შემიძლია ჩემი თავის რწმენის გარეშე, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, ვერავის სიყვარულს ვერ ენდობი.

ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და ანასთვისაც მითქვამს: შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია-მეთქი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც გვიყვარს – დედა, მამა.

ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული. დღეს და უკვე მეათე წელია, ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა“, – აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა.

ბექა გოჩიაშვილი: „ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემს მეუღლეს მუსიკის გამო არ ვაინტერესებ…“

,,სიყვარული ჩემი მთავარი მამოძრავებელია. ანას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია."- ბექა

,,რამდენიმე რაღაც და ვიღაც არსებობს, რის და ვის გარეშეც არ შემიძლია : ჩემი თავის რწმენა, თუ საკუთარი თავის არ გჯერა, ვერავის სიყვარულს ვერ ენდობი და ღმერთი, ანუ სიყვარული, რომელიც მთავარი მამოძრავებელია ჩემს ცხოვრებაში. ანასთვისაც ბევრჯერ მითქვამს, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია . " – ბექა გოჩიაშვილი ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g