დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაბანა პრობლემას არ წარმოადგენს.
მისი თქმით, ზოგიერთი ექიმის გაფრთხილება, რომ ვაქცინაციიდან სამი დღის შემდეგ არ უნდა დაიბანო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი იმასაც ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. ვიმეორებ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის“. – აცხადებს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში 97153 პირია აცრილი.
