LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჰუალინგის” ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე ოპერირებისთვის ემზადება

94

„ჰუალინგის“ დაარსებული ახალი ავიაკომპანია Myway airlines-ს საქართველოს ბაზარზე ოპერირებისთვის ემზადება. როდის გამოჩნდება ახალი მოთამაშე ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ”ჰულიანიგ ჯგუფმა” ფრენების განხორციელებისთვის საჭირო ლიცენზიის მისაღებად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა.

როგორც ”ფორტუნას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჩაჩავამ განუცხადა, ”ჰუალინგის” შემოტანილი დოკუმენტაციის განხილვა სააგენტოს ჯერ არ დაუწყია.
”ველოდებით როდის მოგვაწვდის ახალი ავიაკომპანია ყველა საჭირო საბუთას. ამ ეტაპზე მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი მოგვაწოდეს, შესაბამისად, განხილვას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც აბსოლუტურად ყველა საჭირო დოკუმენტი გვექნება”, – განმარტა ჩაჩავამ.

შეგახსენებთ, ჰუალინგმა საქართველოში ავიაკომპანიის გახსნის გეგმაზე 2016 წლის მაისში განაცხადა. კომპანია რეისების შესრულებას გეგმავს „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავიც დაემატება. არსებული ინფორმაციით, Myway airlines-ი საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g