LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei-მ ახალი ფიტნეს-სამაჯური წარმოადგინა

211

ბერლინში, Huawei-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც ახალი სმარტფონის, Honor 9-ის პრეზენტაცია შედგა, კომპანიამ ასევე ახალი ფიტნეს-სამაჯური Honor Band 3 წარმოადგინა.

სიახლის მთავარი უპირატესობა ადამიანის აქტივობის საკმაოდ პროგრესული ანალიზის უნარი წარმოადგენს. გაჯეტი არამარტო იმახსოვრებს ადრინდელ მონაცემებს, არამედ ახლებსაც უპრობლემოდ ინიშნავს. მაგალითად, Honor Band 3-ს შეუძლია სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის შემდეგ გულისცემის გაკონტროლება. იმ შემთხვევაში თუ მაჩვენებელი საგნგაშოა, სამაჯური მეპატრონეს აფრთხილებს.

მწარმოებლების თქმით, გაჯეტს შეუძლია პულსის გაზომვა, ძილის ფაზების კონტროლი და შესაბამისი მონაცემების სპეციალურ, ციფრულ დღიურში ჩანიშვნა. ამ ყველაფერთან ერთად კი ის წყალგამძლეა.

სიახლე შავ, სტაფილოსფერსა და ლურჯ ტონალობებში 20 ივლისიდან იქნება  ხელმისაწვდომი და 70 ევრო ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები