LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei-მ ჰიბრიდული პლანშეტი წარმოადგინა

133

ბერლინში გამართული სპეციალური ღონისძიების დროს, კომპანია Huawei-მ ჰიბრიდული პლანშეტი Huawei MateBook E წარმოადგინა.

სიახლეს 12 დიუიმიანი IPS-დისპლეი, 4 გიგაბაიტიანი მეხსიერება,  Intel Core i5-7Y54-ის პროცესორი და 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. პლანშეტის წონა 640 გრამს შეადგენს, კლავიატურით კი 1,1 კილოგრამს იწონის. დევაისი აღჭურვილია ორ დიაპაზონიანი Wi-Fi-ით, მდგარდი აკუმულატორის წყალობით კი, ვიდეოს ყურების რეჟიმში მისი გამოყენება 9 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი.

Huawei MateBook E-ს ალუმინის კორპუსი აქვს და ამ დროისთვის ის ორ ფერში – ვერცხლისფერსა და ოქროსფერშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს, კონფიგურაციის გათვალისწინებით მისი ფასი 999, 1199 და 1299 ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები