კომპანია Huawei-მ გამოუშვა ვიდეო-თიზერი, სადაც მისი ახალი სმარტფონის, Nova 2 Plus-ის დეტალები არის ნაჩვენები.
სიახლე გაყიდვაში 3 აგვისტოდან ჩაეშვება და მისი მთავარი უპირატესობა სარკის კორპუსი იქნება.
Huawei Nova 2 Plus Silver Edition შეზღუდული ტირაჟით გამოვა, ისევე, როგორც ეს მსგავსი კორპუსის მქონე სხვა კომპანიის მოწყობილობების შემთხვევაში იყო (Sony Xperia XZ და Mi 6 Mercury Silver).
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სმარტფონს თხელი მეტალის კორპუსი, 5,5 დიუიმიანი ეკრანი, 8 ბირთვიანი პროცესორი და 64 გიგაბაიტიანი მეხსიერება ექნება.
