LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai 135,000-ზე მეტ Santa Fe-ს უკან გამოიწვევს

105
Hyundai 135,000-ზე მეტ Santa Fe-ს უკან გამოიწვევს

კორეულმა ავტო გიგანტმა Hyundai Motor Company ოფიციალურად განაცხადა, რომ 135,000-ზე მეტი Santa Fe SUV მოდელი აშშ-ის ბაზრიდან მოიხსნება — მიზეზად კი  ელექტრონულ სისტემაში ხანძრის პოტენციური საფრთხეა დასახლებული.

უკან გამოწვევის კამპანია ეხება 2024 და 2025 მოდელურ Santa Fe-ს, მათ შორის ჰიბრიდულ ვერსიებსაც, რომლებიც ამჟამად ბაზარზე იყიდება.

რაც შეეხება პრობლემას, ძრავის ტექნიკური დეფექტის გამო შეიძლება გაჩნდეს მოკლე ჩართვა, რაც თავის მხრივ ხანძრის ან სისტემური დაზიანების რისკს ზრდის — თუნდაც ავტომობილი გამორთული იყოს.

აშშ-ის ეროვნული საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) განცხადებით:

“დაზიანებული ტერმინალი შეიძლება გახდეს ზედმეტი სითბოს წყარო, რაც ზრდის ხანძრის ალბათობას მანქანის ძრავის განყოფილებაში.”

კომპანიამ განაცხადა, რომ უკან გამოწვევა მოხდება ეტაპობრივად, ხოლო შეკეთება სრულიად უფასო იქნება.

მფლობელებს უკვე ეგზავნებათ შეტყობინებები, რათა დილერებს მიაკითხონ.

კამპანია ოფიციალურად  2025 წლის დეკემბერში დაიწყება.

მანამდე Hyundai მომხმარებლებს ურჩევს, მანქანა დროებით არ გააჩერონ შენობაში ან დახურულ ავტოფარეხში, სანამ შემოწმება არ ჩატარდება.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ ამჟამად ხანძრის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა პრევენციული ნაბიჯი აუცილებელია, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური ინციდენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები