LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი თაობის Hyundai Santa Fe–ს პრემიერა დაგეგმილ ვადაზე ადრე შედგება

48
santafe

კომპანია Hyundai მეხუთე თაობის Santa Fe–ს 2022 წლის შუა ნაწილში წარადგენს, ანუ დაგეგმილ ვადაზე ნახევარი წლით უფრო ადრე. გამოცემა The Korean Car Blog ვარაუდობს, რომ ასეთი სიჩქარე თანამედროვე Santa Fe–ს გაყიდვების დაბალ მაჩვენებელთანაა დაკავშირებული. მოდელი ბრენდის სხვა ავტომობილებს კონკურენციას ვეღარ უწევს.

Santa Fe–ს ახალი თაობა წესით 2023 წლიდან უნდა გამოსულიყო, რადგან აქტუალური მოდელი ბაზარზე სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა. მაშინ კროსოვერი გაბარიტებში გაიზარდა, 2,5 ლიტრის მოცულობის ბენზინის აგრეგატი მიიღო და 180 ცხენის ძალით დაკომპლექტდა.

მიუხედავად მრავალი სიახლისა, მოდელი დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს და მისი რეალიზაციის მაჩვენებელი კორეულ ბრენდს არ აკმაყოფილებს. 2020 წლის განმავლობაში გაყიდული Santa Fe–ს რაოდენობა მხოლოდ 57,7 ათასი ეგზემპლარია. ეს კი Hyundai–ს აზრით ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

ამასთან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე ახალი Kia Sporage–ს გამოსვლასთან ერთად Santa Fe–ს გაყიდვები კიდევ უფრო დაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები