LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai 2025 წლიდან მფრინავი ტაქსების სერვისს დაიწყებს

136
flytaxhyundai

კომპანია Hyundai Motor–მა საჰაერო ტრანსპორტის შექმნის ტემპების აჩქარება გადაწყვიტა. სამხრეთკორეული ბრენდის პირველი მფრინავი ტაქსი აშშ–ს დიდ აეროპორტებში 2025 წლიდან გამოჩნდება. მანამდე კომპანია სხვა თარიღს, 2028 წელს ასახელებდა.

Hyundai საჰაერო ტრანსპორტის ბაზარს ზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებად განიხილავს. ბრენდის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ტექნოლოგია მომავალში სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება.

გარდა მფრინავი სამგზავრო ავტომობილებისა, მომავალში საჰაერო ავტოპარკში ისეთი სატრანსპორტო საშუალებებიც შევა, რომელიც კომერციული ტვირთის გადასატანადაა განკუთვნილი. კომპანია შექმნის მომსახურების მთელ სფეროს, რომელიც საჰაერო ტრანსპორტთან იქნება დაკავშირებული და მეგაპოლისის გზებსაც განტვირთავს.

Hyundai–მ მფრინავი ავტომობილების ასაწყობად სპეციალური დანაყოფი 2019 წელს შექმნა და სფეროსთვის 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოყო. ამჟამად მუშაობენ აეროტაქსის მოდელზე, რომელიც 5–6 ადამიანზეა გათვლილი და აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g