ამერიკის ხელისუფლებამ კონცერნი Hyundai Motor 54 მილიონი დოლარით დააჯარიმა, მიზეზი დეფექტური ძრავის მქონე ავტომობილების რეალიზებაა. სოლიდური ჯარიმით დასრულდება Hyundai-Kia–ს უკან გამოწვევის მასშტაბური კამპანია, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა.
აშშ–ს საგზაო უსაფრთხოების ნაცონალურმა სააგენტომ Hyundai Motor–ის ხაზში სერიოზული დეფექტი 2017 წელს აღმოაჩინა. პრობლემა გლობალური აღმოჩნდა და უკან გამოწვევა 1,5 მილიონ Hyundai–ს (Sonata, Santa Fe, Tucson)და Kia–ს (Optima, Sorento, Sportage) შეეხო.
კორეულ კონცერნს სარემონტო სამუშაობის თავის თავზე აღებაც მოუხდა და ფორმალური სერვის კამპანია ახლახანს დასრულდა. დეფექტის აღმოფხვრასა და ავტომფლობელთათვის გადახდილი კომპენსაციის გარდა, Hyundai ვალდებული იქნება რომ ჯარიმა – 54 მილიონი ევრო გადაიხადოს, 40 მილიონი ევრო კი წარმოების მოდერნიზაციას დაახარჯოს. თუკი მწარმოებელი შეთანხმებას დაარღვევს, ჯარიმის თანხა 54 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზრდება.
