LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai კორონავირუსით დაზარალებულები კლიენტების კრედიტებს გადაიხდის

82
hyundaicovid19news

შტატებში ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში კორონავირუსი ყველაფერს აფუჭებს. სამსახურები იკეტება და ადამიანები უმუშევრები რჩებიან. კორეულმა კონცერნმა გადაწყვიტა, რომ უსახსროდ დარჩენილ კლიენტებს კრედიტების გადახდაში, მინიმუმ 6 თვით მაინც დაეხმაროს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, გარანტირებულ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ ავტომფლობელები, რომლებმაც Hyundai–ს ან Genesis–ის ავტომობილი ბოლო პერიოდში შეიძინეს.

Genesis–ის წარმომადგენელმა იმ კლიენტებს, რომლებსაც ავტომობილის საფასური ბოლომდე გადახდილი არ აქვთ, გადახდების სამი თვით შეჩერებაც შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Hyundai თავის კლიენტებს ფინანსურად ეხმარება. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს ბრენდმა ავტომფლობელებს ნაყიდი მანქანების უკან დაბრუნების და ფულის მიღების საშუალება მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები