LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ის კროსოვერს მალე სპორტული ვერსია გაუჩნდება

125
Hyundai Tuscon

ჟენევის ავტოსალონზე Hyundai Tuscon-ის სიახლის N Line-ის მსოფლიო პრემიერა უნდა შედგეს. „გასპორტულებული“ კროსოვერი ძველი ვერსიისგან ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალებით იქნება განსხვავებული. საინტერესოა, რომ Hyundai-ს კროსოვერთან ერთად კიდევ ერთი MHEV-ვერსიის მოდელის პრემიერაც შედგება.

ამ დროისთვის Hyundai-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერთადერთი ფოტო გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს რომ N Line-ს განსხვავებული რადიატორის ბადე, ახალი წინა ბამპერი და დიზაინის სახეცვლილი დეტალები აქვს. ერთი ფოტოდან სხვა დასკვნების გამოტანა რთულია და დამატებითი დეტალები მხოლოდ პრემიერის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g