LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ დააპატენტა დრონი, რომელსაც ავტომობილების გადატანა შეუძლია

135
image_2023-08-11_131600628

კომპანია Hyundai-მ დააპატენტა დრონი, რომელსაც ავტომობილების გადატანა საჰაერო გზით შეუძლია. ჩანაფიქრის მიხედვით, სიახლე გახდება იმ სატრანსპორტო სისტემის ნაწილი, რომლის ყველა ელემენტიც ერთმანეთს ავსებს. მაგალითად, დრონს შეუძლია საჰაერო გზით ავტომობილი გადაიტანოს იმ ადგილებში სადაც გზა არ არის, ხოლო ავტომობილი მიიყვანს კოპტერს გაჩერებაზე ან ბენზინ გასამართ სადგურამდე, სადაც მფრინავი აპარატი თავისით ვერ მივა.

საინტერესოა, რომ კოოპერატიული სატრანსპორტო სისტემის იდეა ახალი არ არის და თავის დროზე ის Audi-მ, airbus-მა და Italdesign-მა მოიფიქრეს, შემდეგ კი უპერსპექტივოდ ჩათვალეს და შეეშვნენ.

Hyundai კი ასეთი სისტემის შექმნას ფიქრობს და იმედი აქვს, რომ მისი ნაწილები ერთმანეთს იდეალურად შეავსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები