LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–მ ელექტროქარების მასობრივად აალების მიზეზი დაასახელა

79
hyundaifirereason

Hyundai–მ ელექტროქარი Kona Electric–ის მასობრივად აალების მიზეზი დაასახელა. როგორც სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადგინა, ხანძრის მიზეზი ყველა შემთხვევაში LG Chem–ის აკუმულატორი იყო.
ქარხნული დეფექტის გამო ელექტრონული დაბოლოებები ერთმანეთს ედებოდა და გარკვეულ პირობებში აღმოჩენის შემთხევაში აალების რისკი ძალიან მაღალი იყო. ექსპერტთა კომისიამ დაადგინა, რომ ყველა დეფექტიანი აკუმულატორი ჩინეთის ქარხანაში იყო დამზადებული.

კომპანია LG Chem–ის წარმომადგენელი თავის ბრალს არ აღირებს და ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებამდე დროს წელავს. უფრო მეტიც, კომპანიაში ამტკიცებენ, რომ პროდუქტმა მრავალი ცდა გაიარა და დეფექტის არსებობა თითქმის გამორიცხულია.
თუმცა, Hyundai თავის გადაწყვეტილებაში ურყევია და გამოწვევის მასშტაბურ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მილიარდამდე დოლარის დახარჯვა მოუწევს.

Hyundai–სა და LG Chem–ს შორის ურთიერთობა კი საბოლოოდ გაფუჭდა და სამხრეთკორეული კონცერნი ამიერიდან სხვა მწარმოებლების აკუმულატორებს გამოიყენებს ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g