კომპანია Hyundai–ს ესმის, რომ „ავტომატიკა“ „მექანიკაზე“ ბევრად უფრო პოპულარულია, თუმცა ფიქრობს რომ მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა დარჩეს.
მექანიკური კოლოფის მქონე ჰეტჩბეკები ბაზარზე სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება, რაც მათზე შემცირებული მოთხოვნის დამსახურებაა. მაგალითად Volkswagen–მა „მექანიკა“ Golf–ის და ჰიბრიდული GTE–ს მოდელებზე უკვე გააქრო და მოძველებული კოლოფის ნახვა მხოლოდ Honda Civic Type R–ზე, Ford Focus ST–ზე და Fiesta ST–ზეა შესაძლებელი.
Hyundai პირობას დებს, რომ ტრადიციებზე უარს არასდროს იტყვის და არჩევანის გაკეთების უფლებას მომხმარებელს დაუტოვებს.
ამას მოწმობს ახალი ჰეტჩბეკი i30 N, რომელიც ექვს–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა წარმოდგენილი. მოდელს 7–საფეხურიანი რობოტიზირებული ვერსიაც ექნება და მყიდველი თავად გადაწყვეტს, თუ რომელ მათგანზე გააკეთოს არჩევანი.
