LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–ს ახალი პიკაპი პაპარაცებმა გადაიღეს

337
hyundai-newsw234345467

კორეულმა პორტალმა Clien–მა პიკაპი Santa Cruz–ის პირველი კადრები გაავრცელა. ავტომობილი მთლიანად კამუფლაჟშია გახვეული და სატესტო სვლებს გადის.

Hyundai–ს პირველი პიკაპის კონცეპტის პრემიერიდან უკვე 4 წელი გავიდა და სერიული მოდელის შექმნის დროც დადგა.

მოდელს ალაბამას შტატში მდებარე ქარხანაში ააწყობენ და წარმოებაზე 400 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს. პირველი Santa Cruz კონვეიერიდან 2021 წელს ჩამოვა.

წინასწარი ინფორმაციით, კროსოვერი 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავს მიიღებს და აგრეგატი რვა–დიაპაზონიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. სიახლის მთავარი კონკურენტები ჩრდილოეთამერიკულ ბაზარზე Ford Ranger და Honda Ridgeline იქნებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g