LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს დილერები ონლაინ–გაყიდვების აკრძალვას ითხოვენ

58
hyundai2025

Hyundai–ს გადაწყვეტილება, აითვისოს ონლაინ–ბაზარი, ოფიციალურმა დილერებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ახალ პოლიტიკას სადილერო ცენტრების გაკოტრება შეუძლია.

მომავლის სქემის მიხედვით, კლიენტები ავტომობილებს პირდაპირ კომპანიის საიტიდან ყიდულობენ და ავტოსალონებს მხოლოდ ის ევალებათ, რომ მანქანები კლიენტებს ფიქსირებული საკომისიოს სანაცვლოდ გადასცენ. დილერები შიშობენ, რომ ონლაინ–გაყიდვები მათი შემოსავლის დიდ ნაწილს გააქრობს, მომავალში კი ცენტრების ნახევარი საერთოდ დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ Huyndai–ს, არამედ მთელ ავტოსამყაროს აქვს. ამ საკითხის დარეგულირება კი სახელმწიფოს ჩარევით უნდა მოხერხდეს, რათა ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

Hyundai კი გეგმავს, რომ 2025 წლისთვის ავტომობილთა ნახევარზე მეტი ონლაინ–პლატფორმით გაყიდოს. ბრენდის 190 სადილერო ცენტრიდან 150 ახალ ფორმატზე უკვე გადაეწყო და ძირითადად ინტერნეტით გაყიდული ავტომობილების დარიგებითაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g