LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს მომავლის მოდელებში ცოლი გამოგესახებათ

144

Hyundai-ს ვიცე პრეზიდენტმა ისან ჩონგმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, თუ როგორი ტექნოლოგიებია მწარმოებლისთვის ამჟამად პრიორიტეტული. კერძოდ, კომპანია უპილოტო ავტომობილების სრულყოფაზე მუშაობს და სურს ჰოლოგრამების სფეროს ლიდერი გახდეს – ისინი ადამიანების მსგავსები იქნებიან, მაგალითად ცოლის, ან მდივნის გამოსახულებით. ამჟამად, კომპანია ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელსაც ჰოლოგრამა არა მხოლოდ მოწყობილობათა პანელზე, არამედ მგზავრის სავარძელზე გამოყავს. ჩონგის განცხადებით, ჰოლოგრამა ისეთი იქნება, თითქოს მგზავრის სავარძელზე ადამიანი ზის. მომავალში ეს ტექნოლოგია სერიული გახდება, თუმცა როდის, ეს უცნობია.

ჩონგი ამბობს, რომ ამჟამად სხვა ტექნოლოგიებზეც არიან ფოკუსირებულები: ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფით. Hyundai როდ აილენდის დიზაინის სკოლასთან თანამშრომლობს, სადაც მწერების მაგალითზე უპილოტო ტრანსპორტის აწყობას ცდილობენ.

„ჩვენ ფრენის აეროდინამიკასა და მწერების სრუქტურას ვსწავლობთ. გვაინტერესებს მათი კანი, სისხლძარღვები. მაგალითად, ობობას რვა თავლი აქვს, ამავდროულად, ავტონომიურ ავტომობილს 10 რადარი არ ჰყოფნის. ასე რომ, სასწავლი ნამდვილად გვაქვს“ – ამბობს ჩონგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები