Hyundai-ს სპორტული განყოფილება ელექტრომობილების ჩემპიონატისთვის ემზადება. სარბოლო ელექტრომობილის ელემენტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლა პროტოტიპის დატესტვის დროც მოვიდა. თუ რომელ რბოლაში მიიღებს Hyundai მონაწილეობას ჯერ-ჯერობით საიდუმლოა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ეს Formula E იქნება.
Hyundai-ს სარბოლო გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეა ადამომ განაცხადა, რომ ელექტრომობილების რბოლა ბრენდის ისტორიაში „ახალი ეტაპის“ დასაწყისს ნიშნავს. გუნდი ფირმა Rimac-თან ერთად მუშაობს და შედეგი აუცილებლად შთამბეჭდავი გამოვა.
სიახლის დებიუტი ფრანკფურტის ავტოსალონზე 10 სექტემბერს შედგება და დანარჩენი დეტალებიც სავარაუდოდ ამის შემდეგ გაირკვევა. რჩეული პილოტის ვინაობასაც ბრენდი სავარაუდოდ, სექტემბერში დაასახელებს.