Hyundai Motor Group-მა ადამიანის თვალის გუგის ნახატით ამოცნობის ტექნოლოგიის დაპატენტება გადაწყვიტა. ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალი მეთოდი Hyundai-ს ავტომობილებში შესაძლოა ძალიან მალე გაჩნდეს, მანქანა ფაქტობრივად „თვალებში ჩახედვას“ მოითხოვს და ძრავს მხოლოდ ამის შემდეგ აამუშავებს. ეს კი უსაფრთხოების ახალ გარანტიებს უკავშირდება, თუმცა შესაძლოა სერიოზული დისკომფორტიც გამოიწვიოს.
სკანერი ადამიანის თვალის გუგის ნახატს წინა სავარძლიდან ამოიკითხავს, შემდეგ კი სისტემა ამ მონაცემებს ავტომფლობელის მონაცემებს შეადარებს. იქვე იქნება ინფრაწითელი კამერა, რომელიც თვალის გარჩევას სიბნელეში ან მზის სათვალის შიგნით შეძლებს. სისტემა გამოსახულებას თავად გაანათებს, ანდაც მძღოლს სირთულის შესახებ ამცნობს.
როგორც კი ავტომობილის მფლობელი ამოიცნობა, ძრავა ჩაირთვება და საჭეცა და სავარძელიც სასურველ ფორმას მიიღებს.
თვალის გუგის ნახატით იდენტიფიკაციის ღირსება ისაა, რომ – ეს არის უნიკალური ნახატი, რომელიც შეცდომას გამორიცხავს.