LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

I კვარტალში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან ესტუმრა – ზრდა 258%-ია

123
ტურისტები

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურების დიდი ნაწილი რუსეთიდან ესტუმრა. მეზობელი ქვეყნიდან 256 787 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 258%-ია. ქვეყნების რეიტინგში პირველ სამეულს მეზობელი ქვეყნები იკავებენ. საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში 216 391 ვიზიტით მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი – სომხეთი, 182 543 ვიზიტით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოში 845 332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 83.8%-ია.

2023 წელს საქართველოს 1 208 462 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა 

10 ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:

    • რუსეთი – 256 787 ვიზიტი (ზრდა წინა წელთან 257.7%);
    • თურქეთი – 216 391 ვიზიტი (ზრდა 108.5%);
    • სომხეთი – 182 543 ვიზიტი (ზრდა 209.6%);
    • ისრაელი – 44 788 ვიზიტი (ზრდა 52.7%);
    • აზერბაიჯანი – 40 353 ვიზიტი (ზრდა 37.5%);
    • უკრაინა – 31 689 ვიზიტი (ზრდა 14.8%);
    • ირანი – 21 318 ვიზიტი (ზრდა 47.8%);
    • ყაზახეთი – 19 918 ვიზიტი (ზრდა 42%);
    • ბელარუსი – 18 400 ვიზიტი (ზრდა 48.6%);
    • ინდოეთი – 14 365 ვიზიტი (ზრდა 113.3%).

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს

3 თვეში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – რამდენმა დატოვა ქვეყანა

mazda magti 5g