LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია დუდაშვილი: „გამორიცხულია, ჩვენი ოჯახი შემდგარიყო, თუ ეს ირაკლის სურვილიც არ იქნებოდა… ირაკლის ძალიან დიდი სიყვარული დავანახვე…“

353
ირაკლი და ია

ირაკლი ნოზაძის მეუღლე, აქტიური „ტიკ-ტოკერი“ ია დუდაშვილი ცოლ-ქმრობის რთულ პერიოდსა და ახლანდელ ეტაპზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ვინც თვალს გადევნებთ, იცის ის სირთულეები, რომელიც წარსულში გამოიარეთ და ახლანდელ ურთიერთობას ხედავს, ალბათ, აინტერესებს, როგორ მოხდა ეს? მგონია, რომ ეს მეტწილად შენი დამსახურებაა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობა ჰარმონიული გახდეს?

შეიძლება, ასეცაა და დიდწილად ჩემი დამსახურებაა ის, რომ ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ წყვილში ორივეს სურვილია აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა შედგეს. ცალმხრივად არასდროს არაფერი გამოვა. გამორიცხულია, ჩვენი ოჯახი შემდგარიყო, თუ ეს ირაკლის სურვილიც არ იქნებოდა. რაც შეეხება ასეთ ჰარმონიულ ურთიერთობას, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ მე შევძელი, ისაა, რომ ირაკლის ძალიან დიდი სიყვარული დავანახვე. ეს არის უპირობო სიყვარული და ამან ის ძალიან შეცვალა. თავიდან, როცა სხვა ფორმით ვუდგებოდი – პრეტენზიებით, ეჭვებით და ასე შემდეგ, ეს არ ამართლებდა. შემდეგ ჩამოვიშორე ყველაფერი უარყოფითი და დავტოვე მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამაზე აშენდა ის, რასაც დღეს უყურებთ.

თუმცა, ალბათ, რთულია ამ თვისებების მოშორება და როგორ მოახერხე?

ამაში ღირებულებების გადაფასება დამეხმარა. დავინახე, რომ ოჯახი და მე მისთვის მთავარი პრიორიტეტი ვიყავით, ეს დამეხმარა უარყოფითი თვისებების ჩამოშორებასა და ისეთად ქცევაში, როგორიც ახლა ვარ. ამას ირაკლის დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი. შეიძლება ითქვას, რომ მოვერგეთ ერთმანეთს.

თუმცა, ავიწროებ წონის გამო. ვიდეო გედო, ოჯახიდან მიდიოდა…

კი, ასეა (იცინის). გრანდიოზული რეიტინგი დადო მაგ ვიდეომ (იცინის). ბოლო ორი წელია, რაც წონაში მოიმატა. თავიდან ასე პირდაპირ არ ვეუბნებოდი, მერე ცოტა შევაპარე, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, არ რეაგირებდა. სურვილი ჰქონდა, მაგრამ არაფერს ცვლიდა. ამიტომ გადავწყვიტე, ეს თემა ყოველდღიურ რეჟიმში გადამეტანა, მაგრამ რომ არ დასტრესილიყო, იუმორით მიმეწოდებინა (იცინის). არ ვიცი, რამდენად ექნება შედეგი. ჯერჯერობით არც ეს მოქმედებს. მეც კი მოვიმატე წონაში, რომ დამენახვებინა, შენ თუ არ უფრთხილდები შენს გარეგნობას და არ ცდილობ, ფორმაში იყო, მაშინ მეც ასე მოვიქცევი-მეთქი. შედეგად ახლა მეც მომატებული ვარ, მაგრამ არც ამან გაამართლა. მოკლედ, სხვადასხვა მეთოდს ვტესტავ და ვნახოთ, რა გაამართლებს (იცინის).

ყო მიზანი, რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყავი არა მხოლოდ ირაკლის მეუღლე, არამედ საკუთარი ნიშა გქონოდა?

ჩემი მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა, არც პოპულარობა მდომებია არასდროს. ყველაფერი თავისთავად მოხდა. პირველად გადაცემაში ნიაკოს ხათრით წავედი. მთხოვეს, როგორც ნიაკოს დედა, ისე მოდითო და უარი ვეღარ ვთქვი. რაც შეეხება საზოგადოების წინაშე ჩემი თავის დამკვიდრებას, ირაკლისგან დამოუკიდებლად, ეს თავისთავად მოხდა, განგებ არასდროს მიცდია. სოციალური ქსელიდან ძალიან დიდი ნდობა მოვიპოვე, ალბათ, იმიტომ, რომ კარგად ესმით ჩემი ხედვებისა და მიდგომების. ამაზე ირაკლი ხუმრობს ხოლმე, უკვე ჩემზე მეტად პოპულარული ხარო (იცინის). ირაკლი თვითონ დიდად ვერ მეგობრობს სოციალურ ქსელთან, მაგრამ მე ვცდილობ, დავამეგობრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები