ცნობილი ტელესახე და მსახიობი, ია ფარულავა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით ახლა მოსალოდნელია პოლიტიკური შოუები.
მსახიობი გამომწერებს ურჩევს ამ ყველაფერს იუმორით შეხედონ:
„ახლა წამოვა ბევრი პოლიტიკური შოუები, ჩვენი ნერვების დასაგლეჯად, დასაწეწად, ჩვენი მორალური განადგურებისთვის, ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის… ყველაფერს შეხედეთ იუმორით“, – ამბობს ფარულავა „ინსტაგრამის“ „სთორიში“.