მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა დღეიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელია. „რუსთავი 2“- სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„რა დროს ესაა, მაგრამ რადგან ატყდა ამბავი, მოკლედ:
✅️14 თებერვალს დავწერე განცხადება წასვლაზე ✅️„რუსთავი 2“-დან წამოვედი .
✅️„ფარული კონვერტის“ 4 გადაცემა არის ჩაწერილ დამონტაჟებული და გავა აუცილებლად.
✅️პოლიტიკა არაფერ შუაშია.
დანარჩენი სხვა დროს იყოს… მადლობა, რომ ხართ ჩემი ერთგული მაყურებელი… გაგრძელება იქნება…“
გაგრძელება კი, როგორც ჩანს, უკვე „ფორმულას“ ეთერში იქნება. ტელეწამყვანი წერს: „დღეიდან გავხდი ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი“, თუმცა არ აკონკრეტებს, რა გადაცემას წაიყვანს ის ამ არხის ეთერში.
“რადგან ატყდა ამბავი… რუსთავი 2-დან წამოვედი” – რას წერს ია ფარულავა