მსახიობი, ტელეწამყვანი ია ფარულავა ბოლო პერიოდში საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა, რაც სხვადასხვა თემაზე მისი მოსაზრების ღიად დაფიქსირებაშიც გამოიხატება. ამჯერად, ია ფარულავა „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს „აფრთხილებდა“ ხოლმე.
„არა, მაინც რა თემაზე მიბარებდნენ ნეტა ტელევიზიაში? მე ხომ ყველაფერს ძალიან გარკვევით და პირდაპირ ვამბობ, ჩემს „სთორებში“.
რაღად მინდა ტელევიზიაში ჯდომა და ქაქანი? აა… პიჯაკების ამბავზე ხომ არა? ნუ, რა ვქნა, გენაცვალე… მე ვაფრთხილებდი მიშას, ის მოიშორე, ის, ის დაგღუპავს-მეთქი, აღარ ვიტყვი სახელ და გვარს და დამცინოდა… შენ შალვა ნათელაშვილის მიმდევარი ხარო… აჰა, ენდე?…“, – ამბობს ია ფარულავა.
„ჩემი მთავარი სიყვარული იყო, მიხეილ სააკაშვილი.. მიშა, როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა“ – ია ფარულავა
„ეს არსად არ მაქვს ეს ნათქვამი“.
ცნობისთვის, სულ რაღაც ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ია ფარულავამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, საკუთარ წარსულზე საუბრისას, პირველად თქვა საჯაროდ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამო დაბრუნდა.