LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია მეურმიშვილი: „სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები ნამდვილად იქნება“

151
ია მეურმიშვილი (1)

სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები ნამდვილად იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ია მეურმიშვილმა განაცხადა .

როგორც „ამერიკის ხმის“ ყოფილმა კორესპონდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა განიხილავდეს იმას, თუ კონკრეტულად რომელ პირებს უნდა დაუწესონ პერსონალური სანქციები.

„დღესვე ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ – ენტონი ბლინკენი

„მეთიუ მილერის განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო ჩემთვის. მას არ უთქვამს, რომ სანქციები არის დაწესებული, თუმცა თქვა, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა შემუშავებულია.

შეიძლება, ახლა მიმდინარეობს განხილვა, თუ ვინ უნდა მოხვდეს ამ სანქციების ქვეშ. ალბათ, არსებობს რაიმე ფორმის სია, რომელზე დაყრდნობითაც იხელმძღვანელებს სახ.დეპი.

ჯოზეფ ბორელი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე – ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ

ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას და საკუთარი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მათი სრული უმრავლესობის არჩევანს ვაღიარებთ", – აღნიშნავს ბორელი.

მთავარი, რაც თქვა მან არის ის, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სანქციები ნამდვილად იქნება“. – აღნიშნა ია მეურმიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავს.

მისი თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.

პოპულარულები