LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია შუღლიაშვილი იუბილარია: „ჩემი უძვირფასესი მეგობარი, ჩემი სპექტაკლების მსახიობი… დიდი ტკივილისა და დიდი სიყვარულის მატარებელი, დიდმა ინოლამ დაგვიტოვა მის ხატებად, მის სანთლად დედამიწაზე“

151
ია შუღლიაშვილი

მსახიობი ია შუღლიაშვილი იუბილარია – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი 65 წლის გახდა.

ია შუღლიაშვილს დაბადების დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი „ფეისბუკში“ საჯაროდ, ემოციური სტატუსით ულოცავს, მისალოც ტექსტს კი ია შუღლიაშვილის დედის, ინოლა გურგულიას ლექსებს ურთავს.

„ია შუღლიაშვილი დიდი გოგო გახდა დღეს! 40 წელია ვიცნობ პირადად, მანამდეც ვიცნობდი შორიდან – ოჯახურად. ჩემი ირაკლის ნათლიაა, ჩემი უძვირფასესი მეგობარი, ჩემი სპექტაკლების მსახიობი… ჩემი სისხლი და ხორცი. საოცარი შვილების დედა და შვილიშვილების ბებია, ძმების და… დიდი ტკივილისა და დიდი სიყვარულის მატარებელი.

დიდმა ინოლამ დაგვიტოვა მის ხატებად, მის სანთლად ამ დედამიწაზე, მანაც ღირსეულად გაიარა ეს ურთულესი გზა – ყოფილიყო იმ საოცარი დედ-მამის შვილი, რომლებმაც საკუთარ შვილებთან ცოტა ხნით შეიყოვნეს თავი, ძალიან ადრე გადაეშვნენ მარადისობაში. ინოლაზე 10 წლით დიდი გოგოა უკვე, კიდევ მრავალი 10 წელი უნდა გაიაროს დედამიწაზე, ის წლებიც უნდა გაიაროს, რაც ინოლამ დაიკლო. იაკო ძალიან დიდხანს უნდა იყო შენს თემოსთან, დათუნასთან, ანდრიასთან… ყველა ახლობელთან და მეგობართან ერთად.

ერთხელ ჰკითხეს – ინოლას ძალიან გავხარ, თუმცა ხასიათით თითქოს დედა უფრო ლაღი იყოო… იამ მისთვის დამახასიათებელი სევდიანი ღიმილით მიუგო – ინოლას დედა 10 წლის ასაკში არ გარდაცვლიაო. ჩემი იაკო არ იყო ღირსი ამდენი ტკივილი გადაეტანა. ინოლას და მიხოს, მამუკა და ახლა უკვე უკეთილშობილესი დიტო დაემატნენ. ძალიან რთულია ასეთ ტრაგიკულ დროს მილოცვა, თუმცა აუცილებელია!

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ია!

„იმ გაზაფხულის, იმ დღისა, მიმღერე რამე…

იმ სიყვარულის, იმ მზისა, მიმღერე რამე…

რამდენი დღეა, რამდენი ღამე,

შენზე ვლოცულობ, მიმღერე რამე…

მიმღერე…”

“მე ისევ მწამს, ისევ მწვავს, ისევ მკლავს

ტრფიალი შენი,

ტკბილო ოცნებავ ჩემო – გელი…“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

ია შუღლიაშვილი დიდი გოგო გახდა დღეს! 40 წელია ვიცნობ პირადად, მანამდეც ვიცნობდი შორიდან – ოჯახურად. ჩემი ირაკლის…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g