ია სუხიტაშვილი გიგა ბატკუაშვილთან ინტერვიუში „ფორტუნა პლუსზე“ საუბრობს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც კაბის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
შევეხოთ ვენეციის კინოფესტივალს, სადაც შენი ჩაცმულობა გახდა განსჯის საგანი…
ეს იყო იკა რუსაძის კაბა… პრობლემა არ იყო, რა კაბა მეცვა, პრობლემა ის იყო, რატომ ვიყავი იქ. დეას სატელეფონო საუბრისას, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, პატარა ქვეყანა ხართ და რატომ არ გიყვართ წარმატებული ადამიანებიო. ქართული კინოს რეალობაში მოხდა ფანტასტიკური რამ, მთავარ საკონკურსო პროგრამაში, სადაც საოცარი რეჟისორები და მსახიობები იყვნენ, მოვხვდით მათთან ერთად. მე არ ვარ მოდელი, არ წარმოვადგენ რომელიმე ბრენდის სახლს, ვარ მსახიობი და წარმოვადგენდი ფილმს, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა. ეს იყო ფილმი „აპრილი“. ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ხალხი ელოდებოდა ამ ფილმს, პარალელურ რეჟიმში სრულიად საქართველო განიხილავდა ჩემს კაბას. დედაჩემის ტოლი ხალხი ისეთი სიტყვებით მლანძღავდა, უხერხული იყო. ღმერთმა გაგიმარჯოთ… თურმე, როგორ შეიძლება, რომ ასეთი დეკოლტე მეცვას. პარალელურად, თამო ვაშალომიძე წარმოადგენდა თავის პროდუქციას და ისიც აბულინგეს. მივხვდი, რომ მთავარი პრობლემა და კითხვა იყო, რატომ ხარ შენ იქ? იქ მთავარი ჯილდოს მფლობელი გავხდით, ამას მოჰყვა აზიური ოსკარი. 2020 წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზეც მინდა ვისაუბრო, იმ დღეს, როცა გავიმარჯვე და გავიღვიძე, იყო სხვა რეალობა. ეს იყო საოცრება, წინა წელს ჯულია რობერტსი დააჯილდოვეს, შემდეგ წელს ჯესიკა ჩესტეინი. ყველას მოვუწოდებ და მაინც მგონია, რომ სიყვარული გადაარჩენს ყველაფერს.
მგონია, რაღაცების გადაფარვა ხდება ხელოვნურად, სულ ვეძებთ რაღაც ხინჯს. არ ვარ ადამიანი, რომელიც ჩაციკლულია ბრენდებსა და „პეროზე“. ჩემი ბედი მივანდე ადამიანს, რომელსაც გემოვნებიანად ვთვლი. მართლა ლამაზი კაბა შექმნა იკა რუსაძემ. შეიძლება ვიღაცას მოვწონდე და ვიღაცას – არა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფილმმა ჩამოიტანა „ოქროს ლომი“. ამაზე რომ ვისაუბროთ მეტი და ჩემს ფეხსაცმელზე და სამკაულზე, ნაკლები, უფრო მეტად გამიხარდებოდა… ამ ბულინგით ვინმეს თუ რამე ემატება, იყოს ასე…