ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთმა ქალაქ ენერგოდარიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
სააგენტო მოუწოდებს ყველას, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რათა ატომურ სადგურზე სერიოზული ავარიის საფრთხე მოიხსნას. რაფაელ გროსის თქმით, ატომური ობიექტის თანამშრომლები სადგურზე რჩებიან, თუმცა სიტუაცია პოტენციურად სახიფათოა.