LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფი ფრენები თბილისიდანაც შესრულდება – ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა

115

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ხვალიდან ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს.

ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ხვალ16:40 საათზე დაეშვება. ამანის მიმართულებით ავიაკომპანიის თვითმფრინავი კი ხვალვე, 17:30 საათზე გაფრინდება.

იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ი ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით სეზონურ ფრენას იწყებს. უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, Air Arabia Jordan-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. სააგენტოსა და „Air Arabia Jordan“-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ახალ ავიამიმართულებაზე ოპერირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამანი-თბილისი-ამანის დაბალ ტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იოროდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული.

„Air Arabia Jordan“ არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

magti 5g