LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო კაჭკაჭიშვილი: წმინდა სიმბოლურად, უკრაინა ჩემთვის ქრისტეა, რომელიც დღეს კაცობრიობისთვის ეწამება

212
BeFunky-collage

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი უკრაინაში რუსულ აგრესიასა და მიმდინარე ომს ეხმიანება და წერს, რომ მისი მოსაზრებით, უკრაინა დღეს ფარისევლებს ხსნის ნიღაბს.

“ვიცი, სოციოლოგისთვის უცხო სენტიმენტალობაში ჩამეთვლება, მაგრამ მაინც ვიტყვი: წმინდა სიმბოლურად, უკრაინა ჩემთვის ქრისტეა, რომელიც დღეს კაცობრიობისთვის ეწამება.

უკრაინა ნიღაბს ხსნის ფარისევლებს – გაქსუებული, რუტინული და ფორმალურ რაციონალობაზე გამობმული დასავლეთის ჩათვლით.
კარგი ისაა, რომ ნიღაბ ჩამოხსნილებიდან უკვე არაერთი ცდილობს დაიკავოს საპატიო ადგილი უკრაინის ნავში, რომელიც

სიმართლისკენ და არა გაწერილი, არამედ ხელშესახები ღირებულებებისკენ მიცურავს.

ძალიან, ძალიან მინდა, რომ საქართველოც მოხვდეს ამ ნავში.

დიდება უკრაინას!”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები