LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას გამოხატავენ ქალბატონი სალომეს მიმართ“

192
იაგო ხვიჩია

„ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ სიტყვით გამოსვლას, რასაც შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს რეალური საფუძველი არავისთვის არ მიუცია, რომ ის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.

„ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება. მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს რეალური საფუძველი არავისთვის არ მიუცია, რომ ის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.

ცხადია, რომ ზეიმის დროს ჩვენ ადამიანებს კრიტიკულ ანალიზს ვერ მოვთხოვთ, ყველანაირად ემოციური ამბავია, მაგრამ სიმართლის უგულებელყოფა არ შეიძლება. შეუძლებელია, სალომე ზურაბიშვილი განვიხილოთ, როგორც ხმალამოღებული ოპოზიციონერი და ხალხის გვერდში მდგომი. თუ ეს უნდა ქალბატონ სალომეს, მას ბევრი ინსტრუმენტები გააჩნია.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

მაგალითად, შეუძლებელია მას არ ესმოდეს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება მისი სასამართლოს მეშვეობით ბევრ ადამიანს ციხეში უკანონოდ ამყოფებს. ის არაფერს არ აკეთებს ამ ხალხის ციხიდან გამოსახსნელად.

ამიტომ, ჩემთვის გასაგებია ფეხბურთელების ზეიმზე რომ პოლიტიკოსს უსტვენენ, მაგრამ გაუგებარია როგორ ასხვავებენ ზოგ პოლიტიკოსს დაუსტვინონ და ზოგს არა, მაშინ როცა არც იმ მეორე პოლიტიკოსს არ გაუკეთებია იმის მეათედი, რაც ხალხისთვის შეუძლია”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები