LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „მგონი, „ქოცები“ უცნაური ფორმით გვეხმარებიან, ოპოზიცია ცოტათი უხეიროა და ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ“

165
იაგო ხვიჩია

„ოპოზიცია ცოტათი უხეიროა, ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ მეტი რა ქნას? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია არჩევნებზე გადის“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყია.

ასევე ნახეთ

დეპუტატის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან მოიძიოს.

„დაუშვებელია, ოპოზიციამ ასეთი ტიპის დახმარება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენოს. თითქოს ეს რაღაცნაირი შეთანხმებული თამაშია, რათა ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არჩევნები არ მოიგო და მეორე, მესამე ან მეოთხე საპატიო ადგილზე გახვიდე“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შედის.

გიორგი ვაშაძე: „მივმართავ ირაკლი კობახიძეს, ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო?“

magti 5g