LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ნებისმიერი „ფაფხური“ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებს და ამაში ჯიუტდებიან, თორემ ხალხმა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა“

180
იაგო ხვიჩია

„პირველი იმით ვხსნი, რომ „ქოცების” გამოცხადებული უქმე დღე – უქმე დღე არ არის. უქმე იმდენადაა, რამდენადაც ცდილობენ, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეაფერხონ, ხალხს დასვენება გამოუცხადონ და აღდგომის მერე თბილისში სწრაფად არ ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩემი აზრით, არცერთ ამ მცდელობას დიდი აზრი არ აქვს“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი პარლამენტში 10 მაისს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის ჩანიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კარგიც კი არის, იმისთვის, რომ „რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს კანონი და არ გადაიფიქრონ, რადგან „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ხელისუფლება ასე შეგნებულად და გამიზნულად სხვას გადააბაროს, მაშინ ბარემ დროზე გაირკვევა ვის შეიძლება გადაბარდეს“.

„პირველი იმით ვხსნი, რომ „ქოცების” გამოცხადებული უქმე დღე – უქმე დღე არ არის. უქმე იმდენადაა, რამდენადაც ცდილობენ, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეაფერხონ, ხალხს დასვენება გამოუცხადონ და აღდგომის მერე თბილისში სწრაფად არ ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩემი აზრით, არცერთ ამ მცდელობას დიდი აზრი არ აქვს.

ოხანაშვილი: გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს – ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას

პირიქით, კარგიც კი არის რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს კანონი და არ გადაიფიქრონ, იმიტომ რომ რადგან მათ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება ასე შეგნებულად და გამიზნულად სხვას გადააბარონ, მაშინ ბარემ დროზე გავერკვეთ ვის შეიძლება გადაბარდეს, რადგან რასაც ვუყურებ, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ მოიშოროს ეს მძიმე ტვირთი”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახლა ნებისმიერი „ფაფხური“ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებენ.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ მძევალია თავისი არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებისა. ფაქტობრივად, მათ ქართველ ხალხში დასაყრდენი და საძირკველი ჩამოეშალათ.

„ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო… ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში”

შესაბამისად, ახლა ნებისმიერი „ფაფხური” უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებენ და ამაში ჯიუტდებიან, თორემ ჩემი აზრით, ხალხმა უკვე გამოიტანა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება“. – აღნიშნა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 10 მაისს, უქმე დღეს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. დღის წესრიგის მიხედვით კომიტეტზე 10 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ განიხილება.

პოპულარულები