„ზოგადად, ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს 2 სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს და მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე საუბრისას თქვა, რომ „პროტესტის ნაცვლად მივიღეთ ადგილი, სადაც უბრალოდ ნორმალური ადამიანები არ მიდიან“:
„ზოგადად, ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს 2 სახის დეგენერატი.
პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს და მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი, რომელიც 150 დღეა რუსთაველს კეტავს და ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა.
4, 5 9, 21-ით დაწყებული, დამთავრებული ტელევიზიებით და აზრადაც არ მოსდის ჩამოაყალიბოს მოთხოვნა, რადგან ერთ დღეს ერთს ითხოვს და მეორე დღეს მეორეს იმის მაგივრად რომ განათლებით დაკავდეს…
150 დღეს გაიფილტრა დეგენერატებით და საბოლოო ჯამში პროტესტის ნაცვლად მივიღეთ ადგილი, სადაც უბრალოდ ნორმალური ადამიანები არ მიდიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ზოგადად, ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს 2 სახის დეგენერატი — იაგო ხვიჩია💬 „ზოგადად, ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს 2 სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს და მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი“ — იაგო ხვიჩია
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 13 მაისი, 2025