„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვულოცავ გამარჯვებას. ეს არჩევნები „მიშაბიძინამ“ მოიგო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია წერს.
მისი შეფასებით, სიახლის და ცვლილებების ხალხმა წააგო.
„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვულოცავ გამარჯვებას. ეს არჩევნები „მიშაბიძინამ“ მოიგო. სიახლის და ცვლილებების ხალხმა წავაგეთ. ჩვენ ვეცდებით გაკვეთილი გამოვიტანოთ, „გირჩი“ ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო, ცვლილებების დროა,“ – წერს იაგო ხვიჩია „ფეისბუქზე“.
ელენე ხოშტარია: ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა
შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ფოთში მეორე ტურები გაიმართება